მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:19

18. ხოლო პავლე და-ვეღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა, და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკვილა. ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა.19. და მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ, და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ.20. და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18
19. და მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ, და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ.
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მიიწია ეფესოდ. იგინი დაუტევნა მუნ და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ, და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება, არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალემს აღსრულებად, და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (18,19-21).:

თარგმანი: ეფესოს შინა დაუტევნა აკჳლა და პრისკილა, რაჲთა ასწავებდენ ერსა, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო მათ პავლეს თანა და განსწავლულ იყვნეს არა თჳთ ოდენ, არამედ მოძღურადცა და მასწავლელად სხუათა. იხილე, ვითარ დედაკაციცა ასწავებს ერსა, პრისკილა, ცოლი აკჳლაჲსი. ხოლო მოციქული იჯმნიდა ეფესელთაგან და აღუთქუმიდა კუალად მიქცევასა მათდა; არა კაცობრივ-რაჲმე სილაღით, არცა წინაჲსწარმეტყუელებით, არამედ მინდობითა ნებისა ღმრთისაჲთა ყო აღთქუმაჲ იგი და ისწრაფა წარსლვად, რაჲთა იერუსალემს დაემთხჳოს აღსრულებად დღესასწაულსა პასექისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის