თარგმანი: ეფესოს შინა დაუტევნა აკჳლა და პრისკილა, რაჲთა ასწავებდენ ერსა, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო მათ პავლეს თანა და განსწავლულ იყვნეს არა თჳთ ოდენ, არამედ მოძღურადცა და მასწავლელად სხუათა. იხილე, ვითარ დედაკაციცა ასწავებს ერსა, პრისკილა, ცოლი აკჳლაჲსი. ხოლო მოციქული იჯმნიდა ეფესელთაგან და აღუთქუმიდა კუალად მიქცევასა მათდა; არა კაცობრივ-რაჲმე სილაღით, არცა წინაჲსწარმეტყუელებით, არამედ მინდობითა ნებისა ღმრთისაჲთა ყო აღთქუმაჲ იგი და ისწრაფა წარსლვად, რაჲთა იერუსალემს დაემთხჳოს აღსრულებად დღესასწაულსა პასექისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:21
20. და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება,21. არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალჱმს აღსრულებად და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა. შევიდა ნავსა ეფესოჲთ22. და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და შთავიდა ანტიოქიად,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18