თარგმანი: რომელნი ქალაქი წარევლნეს, იგივე უკმოვლნა, რაჲთა, ვითარცა მუშაკმან კეთილმან, მოიხილოს ჯეჯლი სიტყუათა თჳსთა თესლისაჲ, ღუარძლი აღმოჰფხურას და შერყეული განამტკიცოს.
22. და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და შთავიდა ანტიოქიად,23. და დაყო ჟამი რაოდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსსა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა.24. ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18