თარგმანი: განგებულებით დაუტევნა მოციქულმან აკჳლა და პრისკილა კორინთეს შინა მოძღურად აპოლოჲსა, რამეთუ მიერითგან კორინთეს მკჳდრობდეს; რომელთათჳს მრავალთა ქებათა მისწერს მოციქული ჰრომაელთა მიმართ, რომლისა მიერ საგონებელ არს , ვითარმედ შემდგომად კლავდის სიკუდილისა, რომლისა მიერ განჴდილ იყვნეს, კუალად იქცეს ესენი მუნვე ჰრომედ. და ესე —უკუანაჲსკნელ. ხოლო აწ, ჯერეთ კორინთეს ყოფასა მათსა, ესმა რაჲ აპოლოჲსი კადნიერებით ქადაგებაჲ შესაკრებელთა შორის, მიუწოდეს მათდა და სრულ-ყვეს იგი უნაკლულოდ ცნობად ყოვლისა, რაოდენი მათ ესწავა პავლეს მიერ, რომელმან-იგი მათ თანა მეპრატაკეობითა მეპრატაკენი იგი მოძღუარ ერთა და ქალაქთა ყვნა, რამეთუ ესე იცოდა აპოლო, რაოდენი წინაჲსწარმეტყუელთაგან წინა-მოსწავებულ იყო ქრისტესთჳს, და რაოდენი იოვანესგან ასმიოდა, რაჟამს უწოდდა მას კრავ ღმრთისა, ამხუმელ ცოდვათა სოფლისათა და სიძე და უძლიერეს მისსა და სხუაჲ მრავალი. ხოლო ესე აკჳლაჲს და პრისკილაჲსგან ისწავა, ვითარმედ ესე იყო მიზეზი ქრისტეს მოსლვისაჲ, რაჲთა მტერობაჲ დაჰჴსნას და ბრძოლაჲ განაქარვოს, სიკუდილი დაჰჴსნას და ჯოჯოხეთი წარმოტყუენოს, მკუდარნი აღადგინნეს და მის თანა ზეცად...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:26
25. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი.26. ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ.27. და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18