თარგმანი: კორინთე არს ქალაქი შორის ზღუასა პელოპონნისისასა, სადა-იგი მივიდა რაჲ მოციქული, პოვა მუნ აკჳლა შჯულითა ჰურიაჲ, ნათესავით პონტოელი. ორნი არიან პონტონი: პონტოჲ ევქსინოჲსაჲ და პონტოჲ პოლემონიაკოჲსა სამთავროჲსაჲ. ხოლო იტალია ეწოდების სოფელსა იტალოჲს მიერ შენებულსა, რომელ არს ქუეყანასა ჰრომისასა. ამიერ მოსრულ იყო მაშინ აკჳლა პრისკილაჲთურთ, ცოლით მისით. რამეთუ ნერონის ზე მოიკლა პავლე, ხოლო კლავდისგან აღიძრა დევნულებაჲ ჰურიათა ზედა, წინა-განგებით, რაჲთა ჰურიანი, ვითარცა საძაგელნი, განისხნენ ჰრომით, ხოლო პავლე არა ვითარცა ჰურიაჲ იდევნოს, არამედ ვითარცა ჰრომთა წესთ დამცვლი, შეკრული მიიყვანოს ჰრომედ და თჳნიერ წინა-აღდგომისა ჰურიათაჲსა კადნიერებით ქადაგოს ქრისტე. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე პავლესი, ანგელოზთაგან განსაკჳრვებელი და ეშმაკთა მიერ შესაძრწუნებელი, ვითარ მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ არა უღირს-იჩინებს მეპრატაკისა თანა დადგრომად და კერვად ტყავისა და ტარსიკონისა, რაჲთა ჴელნი მისნი კმა-იყვნენ საზრდელად მას და მის თანათა. რაჲ-მე სიტყუაჲ მივსცეთ ღმერთსა, რომელნი-ესე მოცალებით და განსუენებით ყოფასა შინა არა ვაშრომებთ ჴელთა ჩუენთა. ხოლო იგი...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:3
2. და პოა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაჲთ, და პრისკილა, ცოლი მისი, – რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით, – მოვიდა მათა3. და, რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა, რამეთუ იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკე.4. და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18