თარგმანი: მარადის უწამებდა, ხოლო აწ მისლვასა მას ზედა მოწაფეთასა უმეტეს კადნიერებით უბრძანა სულმან ქადაგებაჲ ქრისტესი. გარნა იხილა რაჲ წინა-აღდგომაჲ მგმობართაჲ მათ, განიყარა მათ ზედა სამოსელი, რაჲთა სიტყუათა თანა საქმითცა შეაშინნეს იგინი, რამეთუ ყოველმან, რომელმან არა ინებოს შეწყნარებაჲ ქადაგებისა ქრისტესისაჲ, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ცხორებაჲ ყოველთაჲ ესევითარი თჳთმკლველ იქმნების თავისა თჳსისა, ვითარცა განჴუებული ცხორებისაგან. ესევითართა მათ მოსისხლეობისაგან უბრალო იქნების პავლე და დასდებს მათ ზედა ბრალსა თავთა თჳსთა მკლველობისასა. ეგრეთვე ჩუენ, უკუეთუ არა უდებ-ვყოთ სწავლაჲ ჩუენდა რწმუნებულთა სამწყსოთაჲ, მათ ზედა დაგჳც სისხლი მათი, რომელნი ურჩ იყვნენ, და ჩუვნ უბრალო ვართ. ხოლო უკუეთუ უდებ ვიქმნნეთ ღუწად მათდა, ჩუენ ზედა არს სისხლი სულთა მათთაჲ. გარნა პავლე დაღაცათუ იტყჳს წარმართთა მისლვასა, არცაღა ჰურიათა უგულებელს ჰყოფს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:5
4. და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა.5. და ოდეს მოვიდეს მაკედონიაჲთ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს.6. ხოლო იგინი ვითარ უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თჳსი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18