თარგმანი: მისლვითა მით წარმართთა მიმართ აღაბაძვებდა ჰურიათა. ამისთჳს მახლობელად შესაკრებელისა მათისა შევიდა, სახლსა ტიტოჲსსა, რომელი-იგი იყო წარმართთა მორწმუნეთაგანი, და სახლი მისი ეზღვრებოდა (ესე იგი არს მახლობელ იყო) შესაკრებელსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:7
6. ხოლო იგინი ვითარ უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თჳსი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე.7. და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა იოსტოჲსსა, ღმრთის მსახურისა, რომლისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას.8. ხოლო კრისპოსს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით, და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18