თარგმანი: მარადის სწორ არს ხილვაჲ იესუჲსი, მღჳძარესა თუ ეჩუენოს გინა მძინარესა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მკჳდრნი კორინთისანი მოსლვად იყვნეს სარწმუნოებად, ამისთჳს ძილსა შინა ღამე ეჩუენა, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ ფრიად შეწუხებულ არს პავლე ურწმუნოებისათჳს და წინა-აღდგომისა ჰურიათაჲსა, ეტყოდა და ჰრქუა: ნუ გეშინინ კაცობრივისა რაჲსმე ვნებისაგან, რამეთუ მე შენ თანა ვარ და ვერვინ უძლოს ბოროტის-ყოფად შენდა. რამეთუ დაღაცათუ წარადგინეს სამშჯავროსა, არამედ ვერარაჲვე უყვეს, ვინაჲთგან უფალი სცვიდა და უბრძანებდა არა-დუმილად. ამას ადგილსა მწვალებელნი იტყჳან, ვითარმედ, ვინაჲთგან მრავალი ერი იყო კორინთეს შინა ღმრთისა სათნოჲ, ცხად არს, ვითარმედ ბუნებაჲ მათი კეთილ იყო და სხუათაჲ — ბოროტ. არამედ ჩუენ წინა-აღუდგებით, ვითარმედ ბუნებაჲ ყოველთა კაცთაჲ კეთილად დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, რომელსა არარაჲ ოდეს ბოროტი დაუბადებიეს, ხოლო კეთილ და ბოროტ ყოფაჲ კაცთაჲ თჳთმფლობელისა ნებისა მათისა საქმე არს, რამეთუ ღმერთი არავის აიძულებს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:9
8. ხოლო კრისპოსს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით, და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს.9. ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი,10. რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18