თარგმანი: თითო-სახითა განგებულებითა მრავალგზის წინა-აღმდგომთაგანცა ჰყოფს ღმერთი შემატებასა სარწმუნოებისა თჳსისასა, ვითარ-ესე აწ ეშმაკთა მიერიცა იგი უნებლიეთი აღსაარებაჲ ქრისტეს სახელისაჲ და განქიქებაჲ ტყუვილისაჲ შემაძრწუნებელ ექმნა ზოგად ყოველთა მკჳდრთა ეფესოჲსათა ჰურიათა და წარმართთა, და არა ხოლო ურწმუნონი მოაქცინა, არამედ მორწმუნენიცა უგანკრძალულეს ყვნა, რამეთუ შეეშინა, ნუ-უკუე ეშმაკთა მიერ განქიქნენ დაფარულნი სირცხჳლისა მათისანი. ამისთჳს თჳთ უსწრეს წინაშე პავლესსა აღსაარებად საქმეთა თჳსთა, და ყოველთა მორწმუნეთა მისცეს სახე აღსრულებად სიტყუასა მას წერილისასა: იტყოდე შენ პირველად ცოდვათა შენთა, რაჲთა განჰმართლდე. ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ დიდ იყო საცთურსა ზედა საწარმართოთა გრძნებათასა განთქუმულებაჲ მკჳდრთა ეფესოჲსათაჲ, ვიდრეღა წიგნებიცა ესევითართა მათ სასწავლოთაჲ ესოდენ მრავალ-სასყიდლისად შეემკო და განეშენა, ვიდრეღა ფასი მათი აღირიცხუა ვეცხლად ხუთ ბევრად, და ესოდენ ფრიადი იგი საფასე, ვითარცა არაწმიდაჲ და საძაგელი, უღირს-უჩნდა განსყიდად და დადებად ფერჴთა თანა მოციქულთასა, რამეთუ ძუელითგანვე დაყენებულ არს არაწმიდებისა ფასი საჴმარ-ყოფად...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:20
19. და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი.20. და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა.21. ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19