თარგმანი: ჟამსა მას, ოდეს ტიმოთე და ერასტოს მაკედონიად წარვიდეს, იქმნა ასიას შინა შფოთი არამცირედი გზისა მისთჳს ჭეშმარიტისა, რომელ არს ქადაგებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ხოლო მიზეზ შფოთისა მის იყო დიმიტრი, რომლისა მიერ ქმნასა ვეცხლისა მცირეთა კიდობანთასა შენება ტაძართა ვეცხლისათა უწოდს, რამეთუ კიდობნებსა და კერპებსა ვეცხლისასა იქმოდა და მისთჳს ჰყვა მის თანა სიმრავლე ჴელოვანთაჲ, რომელთა-იგი სივერაგით აცთუნებდა, ვითარმედ, უკუეთუ კერპთმსახურებაჲ დაიჴსნას და ჴელით ქმნულნი ღმრთად არღარა შერაცხილ იყვნენ, სიყმილითა მოსრვად არიან იგინი, რამეთუ ამით ჴელთ-საქმრითა იზარდებოდეს. ხოლო შენ იხილე, ვითარ უმრავლესნი ჴორციელისა რაჲსმე მიზეზისა და შესაძინელისათჳს უზორვიდეს კერპთა, ვითარ-ესე აწ უგუნურებით მოშიშ იყვნეს დემეტრე და მის-თანანი, რომელთა ვეტყჳ: უკუეთუ ესოდენ ძლიერ არს ღმერთი პავლესი, რომელ სახელისა მისისა ქადაგებაჲ სძლევს სოფელსა, და არა ხოლო სხუათა კერპთა, არამედ თჳთ მის დიდ შერაცხილისა და ყოველთა მიერ სამსახურებელისა არტემის საოცრებათა ტაძრითურთ დაჰჴსნის, რად არა თქუენცა გრწამს მისი, ჵ უგუნურნო, რომელი-იგი ზრდის სიყმილსა სულთა და...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:25
24. რამეთუ დემეტრეოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არა მცირედსა,25. რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი;26. და ხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19