თარგმანი: თქუა რაჲ, ვითარმედ: დაწყნარებულ იყვენით და ნუ წარმდებ, —ამხილებს, ვითარმედ დაუწყნარებელ და მეშფოთეობით წარმდებ იყვნეს და უბრალონი კაცნი წარედგინნეს საშჯელსა —გაიოს და არისტარხოს, რომელთა არცა ბაგინი საკერპოჲსა ტაძრისაჲ განეპარა, არცა განცხადებული რაჲ სხუაჲ ბრალი უძღოდა, თჳნიერ რამეთუ პავლეს თანა ქადაგებდეს ჴელით ქმნულთა კერპთა არა ღმერთ ყოფასა. დაღაცათუ აწ მწიგნობარი ესე ჰფარავს ამასცა ბრალსა და იტყჳს, ვითარმედ: არა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა; რაჲთა ყოვლითურთ უსიტყუელ ყვნეს შფოთისა მისთჳს. ამისთჳს ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: არა ხოლო წაღმართ სხჳსა შფოთებისაგან გაყენებ, არამედ თჳთ მაგის უწესოდ აღტეხისათჳსცა ვერ სიტყჳს-მგებელ ვარ წინაშე პირსა მთავართასა. რამეთუ უკუეთუ დიმიტრის და მის თანა ხუროთა უც ვიეთმე თანა საშჯელი, უბანთ-ვაჭარნი მოიყვანნედ და უკუეთუ სხუაჲ რაჲმე უმეტესი საძიებელი არს მისთჳს, შჯულიერი კრებაჲ ჯერ-არს განსაგებელად და არა უწესოჲ ჴმობაჲ და შფოთებაჲ. ესრეთ შეაშინნა და მიმოგანყარნა შფოთებად შეკრებულნი იგი. ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ მიერ ათინელთაჲთ ეფესელთაცა ეპყრა წესი ესევითარი, რამეთუ ორ სახე იყვნეს...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:37
36. და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით.37. რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა.38. უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან, და აბრალებედ ურთიერთას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19