მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:9

8. შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა.9. და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე.10. და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი, ჰურიათა და წარმართთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19
9. და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე. ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა. და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს, წინაშე სიმრავლისა მის განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე, და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი ჰურიათა და წარმართთა (19,8-10).:

თარგმანი: ჰნებავს მოციქულსა, რაჲთა განაშორნეს მორწმუნენი ქრისტესნი შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, გარნა არა ჰყოფს ამას სულმოკლებით და სიძულილით, არამედ სამ თუე მათ თანა მივალს და კადნიერად მიუთხრობს ქადაგებასა სასუფეველისასა. ხოლო რაჟამს იხილნა იგინი გულფიცხელად და ურჩებით გარდამაქცეველად შჯულთა საღმრთოთა, მგმობარ და ძჳრის-მეტყუელ ყოფითა ქრისტესითა, რომელ-იგი არს გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, მაშინღა წინაშე ყოვლისა ერისა იჯმნა მათგან, ვითარცა უბრალომან სისხლთა მათთაგან. და მის თანა განშორებითა მოწაფეთაჲთა ჩუენ გუასწავებს არა-აღრევად მწვალებელთა თანა და ურწმუნოთა, რაჟამს წარვიკუეთოთ სასოებაჲ მოქცევისა მათისაჲ. ხოლო წარმოვიდა არა ლიტონსა ადგილსა, არამედ სასწავლოდ განკუთნვილსა შესაკრებელსა ერთასა. და ესოდენ სულგრძელებით ყოვნა ორ წელ, ვიდრემდის ფრიადითა წარმატებითა ურთიერთას აღაბაძვა ფრიადი სიმრავლე ჰურიათა და წარმართთაჲ, რაჲთა სწორებით მორწმუნე იქმნეს ქრისტესსა ყოველი ერი მკჳდრთა ასიისათაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის