თარგმანი: ვითარცა ბრძენი ხუროთმოძღუარი, საფუძველად სიტყჳსა ამას დასდებს, ვითარმედ არა ლიტონი კაცი იყო უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, არამედ ძე პირველ საუკუნეთა მამისაჲ და ნებითა მისითა მოვლინებული ცხორებად კაცთა, და უფროჲსღა ისრაიტელთა, რომელნი გონებითა ღმრთისმხილველ იქმნენ მსგავსად იაკობისსა, რომლისა მოშურნე ჰყოფს მოციქული აწ მსმენელთა ჰურიათა, რაჲთა საქმით ღმრთისმხილველ-ყოფითა ემსგავსნენ იაკობს, და ჭეშმარიტ ისრაიტელ სრულ კაც იქმნენ ჭეშმარიტებით გულისჴმის-ყოფითა ძალსა ქრისტეს მიერ ქმნილთა სასწაულთასა, რომელსა აწ მოციქული ღმრთისა მამისა მიერ ქმნილად იტყჳს, და კაცად ღმრთივ-განჩინებულად უწოდს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მცირედ-მცირედ კაცობრივისა სახისაგან აღამაღლნეს მსმენელნი, და ეგრეთღა მიუთხრას მათ ძალი ღმრთეებისა მისისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:22
21. და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს.22. კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით,23. ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ჴელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2