თარგმანი: აჰა ესერა შემოიღებს წამებასა მეათხუთმეტისა ფსალმუნისაგან და დავითს წინა-უყოფს ვითარცა პირითა ქრისტესითა მეტყუელად: "წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა", ესე იგი არს, ვითარმედ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მარადის განუშორებელ ვარ მამისაგან, რომელი-იგი აქა მარჯულ ჩემსა ყოფად ითქუმის (იქვე), ვითარ-იგი მე სხუასა ადგილსა — მარჯულ მისსა მჯდომარედ; რაჲთა სცნა, ვითარმედ გარე-შეუწერელისა ბუნებისა მარჯუენე და მარცხენე არა არს, არამედ სახისმეტყუელებით განუყოფელობისათჳს და ერთ-პატივობისა მამისა და ძისა ითქუმის. ამისთჳს, რაჟამს უქცეველად ღმრთეებისაგან განვკაცენ შეზავებითა ბუნებასა ღმრთეებისასა, შეუძრველად დავიცევ ბუნებაჲ ჴორცთა კაცობრივთაჲ. ამისთჳს განიხარა გულმან საუფლოთა ამათ ჴორცთამან და გალობდა ენაჲ და ჴორცთა დაიმკჳდრეს სასოებით; რამეთუ ზოგად განუშორებელ იყო მათგან, ერთ-გზის შეერთებული მათდა ღმრთეებაჲ, და სათნო-ყოფითა მამისაჲთა არა უტევებდა სულსა შეპყრობად სიკუდილისაგან და ჯოჯოხეთისა, არცა ჴორცთა ხრწნილებად საფლავსა შინა. ამისთჳს ვჴმობ ბუნებითა კაცობრივითა მისსა მიმართ, რომლისა თანა ერთ-არს ვარ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა: მაუწყენ მე, უფალო. გზანი...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:25
24. რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ.25. რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა,26. ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲს ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2