თარგმანი: აჰა ესერა შემოიღებს წამებასა მეათხუთმეტისა ფსალმუნისაგან და დავითს წინა-უყოფს ვითარცა პირითა ქრისტესითა მეტყუელად: "წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა", ესე იგი არს, ვითარმედ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მარადის განუშორებელ ვარ მამისაგან, რომელი-იგი აქა მარჯულ ჩემსა ყოფად ითქუმის (იქვე), ვითარ-იგი მე სხუასა ადგილსა — მარჯულ მისსა მჯდომარედ; რაჲთა სცნა, ვითარმედ გარე-შეუწერელისა ბუნებისა მარჯუენე და მარცხენე არა არს, არამედ სახისმეტყუელებით განუყოფელობისათჳს და ერთ-პატივობისა მამისა და ძისა ითქუმის. ამისთჳს, რაჟამს უქცეველად ღმრთეებისაგან განვკაცენ შეზავებითა ბუნებასა ღმრთეებისასა, შეუძრველად დავიცევ ბუნებაჲ ჴორცთა კაცობრივთაჲ. ამისთჳს განიხარა გულმან საუფლოთა ამათ ჴორცთამან და გალობდა ენაჲ და ჴორცთა დაიმკჳდრეს სასოებით; რამეთუ ზოგად განუშორებელ იყო მათგან, ერთ-გზის შეერთებული მათდა ღმრთეებაჲ, და სათნო-ყოფითა მამისაჲთა არა უტევებდა სულსა შეპყრობად სიკუდილისაგან და ჯოჯოხეთისა, არცა ჴორცთა ხრწნილებად საფლავსა შინა. ამისთჳს ვჴმობ ბუნებითა კაცობრივითა მისსა მიმართ, რომლისა თანა ერთ-არს ვარ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა: მაუწყენ მე, უფალო. გზანი...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:28
27. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი,28. მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა.29. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2