მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:30

29. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.30. წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა.31. წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
30. წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
წინაჲსწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა. წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი (2,30-31).:

თარგმანი: ზოგად შობისათჳს და აღდგომისა დავითის თესლისაგან ყოფისა და ყოველთა ზედა მეუფებისა ქრისტესისა წამებაჲ შემოართუა მათ, რამეთუ საყდარი და მის ზედა დაჯდომაჲ მეუფებისა სასწაული არს. ესრეთ უკუე შესხმითა დავითისითა სარწმუნო ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, და საფლავისა მისისა წინა დადებითა ცხად ყო მისი განხრწნადობაჲ. და მისთავე სიტყუათაგან წინა-მოსწავებულ ყო აღდგომაჲ ქრისტესი, რომლისაჲ-იგი ახალსა საფლავსა დადებაჲ წამებს, ვითარმედ უეჭუელად მოკუდა ბუნებითა ჴორცთაჲთა. ხოლო ამისსა შემდგომად ცარიელ ყოფაჲ საფლავისაჲ განაცხადებს მესამისა დღისა დიდებით აღდგომასა მისსა, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა იქმნა აღმადგინებელ ბუნებისა მის ჴორცთა მოკუდავთაჲსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის