მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:34

33. მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის.34. რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე, ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,35. ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
34. რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე, ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).

თარგმანი: ქრისტემან ღმერთმან, რომელმან ივნო ნებსით ჴორცითა, აღდგა მკუდრეთით და მის თანა აღმადგინნა ჩუენ, მომკუდარნი ცოდვითა, და დაჰჴსნა ძლიერებაჲ სატანაჲსი და ეშმაკთა მისთაჲ. ამისთჳსცა ჩუენ ვიდრე აღსრულებამდე მეერგასისა, ესე იგი არს, აღდგომითგან ვიდრე მოსლვადმდე სულისა წმიდისა, ერგასისთა მათ დღეთა ყოვლად არა მოვიდრეკთ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ მდგომარენი ვჴმობთ მტერთა მიმართ: "იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით" (). ხოლო დღესა მას, რომელსა შინა ღმრთივ-შუენიერად ენანი ცეცხლისანი გამოგჳჩნდეს ჩუენ, მუჴლთა მოვიდრეკთ და ქუეყნად დავვარდებით, რამეთუ ხილვასა მას საღმრთოსა ვერ თავს-ვიდებთ, არამედ შევრდომითა მით ცხად ვჰყოფთ, ვითარმედ სულისა მიერ სრული თაყუანის-ცემაჲ სამებისაჲ ვისწავეთ, რამეთუ "სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ" (). და ამას ვჰყოფთ აღსრულებასა დღისა მის მეერგასისასა....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის