თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მაღალნი სიტყუანი თქუნა, აწ კუალად მდაბლად მეტყუელებს მისთჳს, და უფალ და ცხებულ ყოფასა იესუჲსსა, მათ მიერ ჯუარცუმულისასა, მამისა მიერ ქმნილად უქადაგებს ჰურიათა, რაჲთა მდაბალთა ამათ მიერ განწუართოს გონებაჲ მათი დამტევნელ ყოფად მაღალთა ქადაგებათა ღმრთეებისა მისისათა. გარნა ეგრეცა არა ბუნებასა მისსა იტყჳს დაბადებულად, არამედ პატივსა მთავრობისასა მამისა მიერ მიცემულად ქადაგებს, რამეთუ "უფალი" და "ცხებული" არა ბუნებისა საქმენი არიან, არამედ პატივისანი, რომელი მისცა მამამან ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა ძემან მისმან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:36
35. ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.36. განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ.37. ესმა რაჲ ესე, შეინანეს და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲმე ვყოთ, კაცნო ძმანო?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2