თარგმანი: თჳთ მებრ იერუსალემს მკჳდრობაჲ მათი სასწაული იყო დიდისა ღმრთისმოშიშებისა მათისაჲ, ვითარ სიყუარულითა შჯულთა საღმრთოთა აღსრულებისაჲთა, თითოეულსა დაეტევა მამული სამკჳდრებელი თჳსი, რაჲთა ადვილ იყოს მათდა, წესისაებრ შჯულისა, წელიწადსა შინა სამ-გზის წარდგომაჲ წინაშე უფლისა, რამეთუ, ვითარ-ესე აწ ყოველთაგან თესლთა იპოებიან ქრისტეანენი, ეგრეთვე მაშინ იპოებოდეს ჰურიანი ყოვლისაგან ნათესავისა და დაღაცათუ იპოების ნათესავი, რომელსა შინა მაშინ არა იყო ჰურიაჲ, არცა აწ ქრისტეანე, არამედ ეგრეცა წერილი "ყოელად" უწოდს სიმრავლესა ნათესავთასა, ვითარ-იგი რაჟამს თქუას: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" () და "არავინ არს მართალ არცა ერთ" () და "ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტესსა" (). აწ უკუე მრავალი იპოების უცხოჲ სულისაგან, და იპოების ვინმე მართალცა და მეძიებელ ქრისტესსა, არამედ წერილსა ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა სიმრავლესა ვიეთსამე "ყოვლად" უწოდდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:5
4. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად.5. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე.6. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2