თარგმანი: რომელი უადვილეს იყო — ნავით სლვაჲ — მოწაფეთა უბრძანებდა, ხოლო თჳთ მოციქული ჴმელით დაშურებოდა უმეტესისა მოღუაწებისათჳს. ამისთჳს ლუკა და მის-თანანი ნავითა მივიდეს ასსონდ, რომელსა თასოდცა ვიეთნიმე უწოდენ. ხოლო არს იგი ჭალაკი თრაკით კერძო და მოციქული ჴმელით მივიდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:13
12. ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ.13. ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ ნავითა და აღვედით ასსონდ; მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესამ რამეთუ მკჳრცხლ ეგულებოდა მოსლვაჲ.14. ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტჳლინდ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20