მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:16

15. და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა. და მიერ მივედით სამონდ და დავადგერით ტრონგჳლიას შინა, და მეორესა დღესა მოვედით მელიტონდ.16. ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალჱმს.17. ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20
16. ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალჱმს.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისსა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალემს (20,16).:

თარგმანი: იხილე წმიდათაჲცა, ვითარ ინებებენ რასმე და წადიერ არიან ქმნად და ვერ მიემთხუევიან საწადელსა, ვითარცა ზოგადისა კაცთა უძლურებისა მქონებელნი, რაჲთა არავინ ჰგონნეს იგინი გარეგან კაცთა ბუნებისა, რამეთუ ბუნებაჲ ჩუენივე აქუნდა, ხოლო ნებაჲ კეთილთაჲ — ფრიად უზეშთაესი ჩუენსა, რომლითა დაიმკჳდრა მათ შორის მადლმან ყოვლადწმიდისა სულისამან; ვითარ-ესე აწ პავლე ეფესოსა თანა-წარჰჴდა, რაჲთა არა შეაწუხნეს მვედრებელნი მისდა მათ თანა დაყოვნებისანი, რამეთუ ისწრაფდა იგი, რაჲთამცა ვითარ განემარჯუა იერუსალემდ მისლვაჲ დღესასწაულსა მას პასექისასა, რამეთუ დღესასწაულთა მუნ მისლვითა თანად უკუე ჰურიათა გულსავსე ჰყოფდა, ვითარმედ მათ თანავე მოსწრაფე არს აღსრულებისათჳს შჯულიერთა მათ დღესასწაულთა მათთა, და თანად ეძიებდა შესაკრებელსა ერთა მედღესასწაულეთასა, რაჲთა უმრავლესთა შორის ქადაგ იქმნეს სახელსა ქრისტეს ღმრთისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის