მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:2

1. ხოლო შემდგომად დაცხრომისა მის შფოთისა, მოუწოდა პავლე მოწაფეთა მათ და ნუგეშინის-სცა და მოიკითხნა, და იჯმნა მათგან და განვიდა მისლვად მაკედონიად.2. და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად.3. იყო მუნ სამ თთუე. იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან. ეგულებოდა რაჲ აღსლვაჲ ასურეთა, განიზრახა მიქცევაჲ მაკედონიაჲთ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20
2. და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად და იყო მუნ სამ თთუე: იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან, ეგულებოდა რაჲ აღსლვაჲ ასურეთად, განიზრახა მიქცევაჲ მაკედონიაჲთ. და მის თანა ჰყვანდა ვიდრე ასიამდე სოსიპატრე, პჳრესი ბერიელი და თესალონიკელი არისტარხოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტჳქიკოს და ტროფიმოს. ესენი წინა წარგჳძღუეს და გუელოდეს ჩუენ ტროადას შინა. ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაჲთ და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა და ვიყვენით ჩუენ მუნ შჳდ დღე (20,2-6).:

თარგმანი: ვითარცა მფრინველი ფრთე-მალე, ესრეთ მიმოჰვლის პავლე ნუგეშინის-ცემად ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა განამტკიცნეს იგინი სარწმუნოებასა ზედა, და სადა საჴმარ იყოს, დაიყოვნებს, ხოლო სადა შფოთი აღუტყდეს, ჟამ ერთ მიჰრიდებს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს არა-შთაგდებაჲ თავთა ჩუენთაჲ განსაცდელთა შინა, არამედ კაცობრივითაცა ღონითა კრძალვაჲ მათგან შეწევნასავე თანა ღმრთისისა ესრეთ უკუე ზედა-მიწევნით აღმწერელი თხრობისაჲ ამის ლუკა მოწაფეთაცა პავლეს თანა მავალთა სახელებსა მოიჴსენებს. და რომელნი შეუსწავებელ იყვნეს, მათი ადგილებიცა თქუა, ვითარმედ არისტარხოს და სეკუნდოს თესალონიკელ იყვნეს და გაიოს —დერბით, სოსიპატრე — ბერჳით და ტჳქიკოს და ტროფიმოს —ასიით, ხოლო ტიმოთესი, ვითარცა ყოველთა მიერ შესწავებულისაჲ, სახელისა ოდენ კმა-იყო მოჴსენებაჲ, და ამას შეუდგენს, ვითარ სხუანი ესე ყოველნი წინა წარავლინნა მოციქულმან, რაჲთა ელოდინ მათ ტროადას შინა, ხოლო ლუკა მის თანა დაიყენა ფილიპიას ვიდრე მუნ გარდაჴდადმდე დღესასწაულსა პასექისასა, რამეთუ ესე ჩუეულებად აქუნდა მოციქულთა, რომელ, უკუეთუ ოდესმე ვერ მიეწიფნიან იერუსალემს ქმნად დღესასწაულსა აღვსებისასა, პატივად დღესასწაულისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის