მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:24

23. გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყჳს, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე.24. არამედ არარას ვზრუნავ ამისთჳს, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ.25. და აწ აჰა-ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა, რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა ღმრთისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20
24. არამედ არარას ვზრუნავ ამისთჳს, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აწ ესერა კრული, სულითა მივალ იერუსალემს და, მუნ თუ რაჲ შემთხუევად არს ჩემდა, არა ვიცი. გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყჳს, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე. არამედ არარას ვზრუნავ ამისთჳს, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით, და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან, წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ (20,22-24).:

თარგმანი: სთქუა რაჲ "და აწ ესერა კრული", მცირედ იპყარ სიტყუაჲ და ეგრეთღა დაჰრთე: "სულითა მივალ იერუსალემს", რაჲთა ესრეთ გულისჴმა-ჰყო ძალი სიტყჳსაჲ, ვითარმედ წინაჲსწარ უწყის მოციქულმან სულისა მიერ წმიდისა კრულებათა და ჭირთა შემთხუევაჲ თჳსი, მი-რაჲ-ვიდეს იერუსალემდ. ვინაჲცა ცან, ვითარმედ არა ყოველსავე წინაჲსწარ სცნობდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ მას ოდენ, რომელი გამოუცხადის მათ სულმან წმიდამან, ვითარ-ესე აწ პავლე ამას ხოლო მეცნიერ არს სულისა მიერ, ვითარმედ ჭირნი და კრულებანი ელიან მას, ხოლო თუ რაჲ შემთხუევად არს, აღსასრული საქმისაჲ არა უწყის, რაჲთა, რაჟამს ზოგისა მის წინაჲსწარ ცნობისათჳს ამაღლდებოდის, სხჳსა მის ზოგისა უმეცრებისათჳს დამდაბლებულმან არა ყოვლითურთ ზეშთა კაცთა საზომისა შეჰრაცხოს თავი თჳსი, არამედ შემუსრვილითა გულითა ურვით ვედრებასა შესწირვიდეს ჴსნად მისსა განსაცდელისაგან უძლურებისათჳს ჴორცთა მჴნისა მის გონებისათაჲსა. და კუალად, რომელი ყოვლითურთ შემშჭუალულ იყოს სიყუარულსა საღმრთოსა, ესევითარისა მის სული სულისა წმიდისა თანა შეკრულ არს და მარადის განუშორებელ ჰყოფს თავსა თჳსსა მისგან, ვითარცა ჯუარცუმით განყენებული სოფლისაგან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის