თარგმანი: რაჲსათჳს განხუალ, ჵ ნეტარო, უკუეთუ უწყი და წინა-გიცნობიეს შემდგომად განსლვისა შენისა შემოსლვაჲ მგელთაჲ? მოგჳგებს, ვითარმედ: ამისთჳს, რამეთუ თანა-შეკრულ ვარ მე სულსა წმიდასა, და იგი წარმიყვანებს მე, ვითარცა მას ჰნებავს, ხოლო თქუენ ეკრძალენით ნუ ხოლო უცხოთა, არამედ თჳთ თქუენგანთაცა კაცთა მბრძოლად ზედა-აღდგომასა, რომელი-ესე უძნელეს არს თჳსთაჲ ურთიერთას ბრძოლაჲ, ვიდრეღა უცხოთაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:30
29. და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა.30. და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა.31. ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20