თარგმანი: ძირითურთ აღმოჰფხურის ვეცხლისმოყუარებასა, რამეთუ არა-მიღებაჲ ვეცხლისა და ოქროჲსაჲ ნუ-უკუე და ოდესმე ამისგან იყვის, რომელ არავინ მოგუცემდის. არამედ ესე არს სრული სათნოებაჲ, რაჲთა სრულიად მოვისპოთ გულისთქუმაჲ საჴმართმოყუარებისაჲ; რამეთუ უკუეთუ გულისთქუმაჲ გუაქუნდეს, იგი მიუდგების და შობს მოხუეჭასა და ანგაჰრებასა. ამის ყოვლისაჲ სახე გჳჩუენა მოციქულმან, რამეთუ არა ხოლო თჳთ არავისისა სიმდიდრისა მიმართ გული-უთქუმიდა, არამედ თჳსითა ჴელთსაქმრითა ზრდიდა თავსაცა თჳსსა და სხუათა უძლურებისა შესაწევნელ ჰყოფდა მუშაკობასა თჳსსა; რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ, რომელთა შრომაჲ ძალ-გუედვას, გამოზრდაჲ უძლურთაჲ ნამუშაკევითა ჩუენითა. სადა არიან, რომელნი სულიერსა ოდენ მოღუაწებასა საქმედ ჴელთა კმა-იყოფენ; იხილედ და თქუედ: ნუ-უკუე მარხვაჲ ანუ ლოცვაჲ იშრომებისა ჴელითა? არამედ მას თანა საძიებელ არს საქმე ჴელთაჲ გამოსაზრდელად თავისა თჳსისა და ქველისმოქმედებად გლახაკთა
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:33
32. და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა.33. ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა.34. თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20