მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:38

37. იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას.38. და ელმოდა უფროჲს-ღა სიტყჳსა მისთჳს, რომელი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20
38. და ელმოდა უფროჲს-ღა სიტყჳსა მისთჳს, რომელი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას და ელმოდა უფროჲსღა სიტყუათა მისთათჳს, რომელ თქუა, ვითარმედ არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად (20,37-38).:

თარგმანი: საძნაურ უჩნდა იგიცა, რომელ აუწყა მათ შემოსლვაჲ მგელთაჲ. არამედ უფროჲს ყოვლისა ალმობდა მათ ცნობაჲ პავლეს ვერღარა ხილვისაჲ. ამისთჳს მოეხუეოდეს ქედსა მისსა წმიდასა, და მოწლედ სიყუარულით ამბორსუყოფდეს. რამეთუ რაჲმცა იყო უსაწადელეს თავისა მის მოციქულთა თავისა, რომლისათჳს ვჰგონებ, ვითარმედ მასცა ელმოდა და ცრემლოოდა ურვითა სამწყსოთა თჳსთა დატევებისაჲთა, რომელნი-იგი წინა-უვიდოდეს მას და თანა-ჰყვებოდეს და წარჰგზავნიდეს ნავად წარგზავნასა დასასრულისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის