თარგმანი: ესე იგი აგაბოს არს, რომელმან წინა-მოასწავა ყოფადი იგი სიყმილი კლავდის ზე კეისრისა. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარმედ დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელნი მრავალ იყვნენ, არამედ სულისა მიერ განეყოფვის რომელსამე ამის რაჲსმე წინა-მოსწავებაჲ და რომელსამე — ამის რაჲსმე. და არა ყოველნი სწორად ყოველსა რას წინაჲსწარმეტყელებენ, არამედ — რომელსაცა რომელი რაჲმე გამოეცხადოს სულისა მიერ. რაჲთა სცნა, ვითარმედ მისგან მიიღებენ და არა თავით თჳსით აქუს ძალი წინა-მხედველობისაჲ: ვითარ-ესე აწ მრავალ დღე დაყო პავლე კესარიას, სახლსა შინა ფილიპეს ასულთა ოთხთა წინაჲსწარმეტყუელთასა, არამედ არარაჲ ესევითარი წინა-მოასწავეს მისთჳს, ვითარ-ესე აგაბოს, ჰურიასტანით გარდამოსრულმან, მოასწავა სახითა მით სარტყლისაჲთა და შეკრვითა ჴელთა და ფერჴთა თჳსთაჲთა. ხოლო მრავალთა მიერ წინა-მოსწავებანი ესე პავლეს შემთხუევადისანი და ძმათა მიერ დაყენებისა მოსწრაფებანი ამისთჳს იქმნნეს, რაჲთა არა იძულებითად შეგერაცხოს, გესმოდის რაჲ პავლესაგან, ვითარმედ: კრული სულითა აღვალ იერუსალემდ; ვითარმცა მძლავრ მიიყვანებოდა, არამედ ნებსით ახოვნებით შეჰკადრებს ღუაწლთა სურვილითა ქრისტესთჳს ვნებისაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:10
9. ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაწარმეტყუელნი.10. და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაწარმეტყუელი, სახელით აგაბოს.11. და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21