მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:16

15. შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალჱმდ.16. მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა, მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე.17. მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალჱმდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
16. მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა, მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე.
თავი ლ̂. წინაჲსწარმეტყუელებაჲ აგაბოჲსი იერუსალემს შინა მოწევნადისათჳს ჭირისა კავლეს ზედა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალემდ. მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა. მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე. მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალემდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა (21,15-17).:

თარგმანი: გესმას რაჲ "შემდგომად ამათ დღეთა", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მრავალი ჟამი დაყვეს კესარიას; ვინაჲცა მგონიეს მე, ვითარმედ მრავალი რაჲ უქმნიეს ჟამთა შუვადაყრაჲ აღმწერელსა ამის წიგნისასა ლუკას. რამეთუ არა ჟამთა შეაწყობს, არამედ საქმესა ხოლო მოციქულთასა ურთიერთას შეუდგენს ყოველსავე ამას შინა წიგნსა მოციქულთა საქმისასა. ესრეთ უკუე, წარ-რაჲ-ვიდეს კესარიით, თანა-ჰყვანდეს კაცნი ძმათა მათგანცა კესარიელთა, და მათ თანა იყო მასპინძელი მათი; არა კესარიისაჲ, რამეთუ კესარიას ფილიპეს სახლსა იყვნეს, არამედ იერუსალემისაჲ, რამეთუ იერუსალემს მნასონს თანა იყვნეს; რამეთუ პირველ, რაჟამს ძმათა მიერ წარივლინა ანტიოქიით, ეკლესიას დაადგრა მოციქული, ვითარცა საეკლესიოჲსა საქმისათჳს მივლინებული. ხოლო აწ თჳსაგან დაივანა მნასონის თანა კჳპრელისა, ძუელითგანისა მოწფისა და მეგობრისა თჳსისა, რაჲთა არარაჲ დაუმძიმოს ეკლესიასა, და ესრეთ მხიარულებით შეწყნარებულ იყო ყოველთაგან ძმათა, მკჳდრთა იერუსალემისათა მორწმუნეთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის