თარგმანი: ესე იყო ნავითა მართლ წარმოსლვაჲ, რამეთუ არასადა ყოვნეს სოფელთა და ქალაქთა, არამედ მსწრაფლ წარვიდეს ადგილები ესე: კონი, რომელ არს ჭალაკი და ქალაქი, რომელსა მოიჴსენებს ისიოდოს ფილოსოფოსი, და უწოდს მას მძლედ და წინამძღურად ქალაქთა. ხოლო როდონი ჭალაკი არს საჩინოჲ, რომელსა როდ ეწოდა როდისგან, ასულისა პოსიდონისსა, და კუალად ფრიადისა ვარდისაგან, რომელი იქმნების მუნ თჳთცენებით ველურად და არა შინაურად. ხოლო პატრაჲ ქალაქი არს ლუკიაჲსაჲ, სადაიგი არს ნავთსადგური, ანდრიაკად სახელდებული, რომელსა შინა იცვალეს ნავი იგი ეფესოჲთ წარმომყვანებელი მათი პავლე და მის თანათა. ნუ-უკუე და თჳთ მის ადგილისაჲ იყო ნავი იგი. ამისსა შემდგომად, ვინაჲთგან არა პოვეს ნავი, მიმყვანებელი კესარიად ფილიპიისა, ამისთჳს ტჳრელსა ნავსა შევიდეს, წიაღ-მავალსა პატრაჲთ ფინიკედ. რამეთუ ფინიკე უწოდიან ყოველსა ასურეთსა, სადაცა დგას ფინიკისა ხე. ესრეთ უკუე უმეტესითა სწრაფითა არა შევიდეს კჳპრედ, არამედ წიაღ-ჴდეს ტჳრედ, რომელსა აწ სურ ეწოდების, და მუნ გარდაყარეს ტჳრთი ნავისაჲ, რამეთუ მებრვე ამისთჳს მისრულ იყვნეს მუნ ტჳრთისა მისთჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:2
...ი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. ნუ ესეღა მითხრან მეტყუელთა მათ ამაოებისათა: უკუეთუ სიტყჳსა მისთჳს წინაჲსწარმეტყუელისა ვერ ეძლო რწმუნებად და წინაჲსწარმეტყუელი აყენებდა, მოციქულთა ვითარ უძლეს, და სხუათა მათ ბევრთა ვითარ შეუძლეს? ვითარცა ეტყჳს იაკობ პავლეს: „ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“ იგინი რად არა დააყენნა სიტყუამან წინაჲსწარმეტყუელისამან?
ჰხედავა, ვითარ რომელთა ენება, ჰრწმენა, ხოლო სხუანი იგი ნებსით დაბრმეს და არა ინებეს რწმუნებად, და აღესრულა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ.
ეგრესახედ საკჳრველიცა იგი შობაჲ ქალწულისაჲ იქმნა, რამეთუ იტყჳს მახარებელი: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე“. რამე-თუ არა თუ ამისთჳს იქმნა დიდებული იგი საკჳრველი, რაჲთა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ აღესრულოს, არამედ ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან მადლითა უფლისაჲთა, რამეთუ ყოფად იყო საქმე იგი. ეგრეთვე სხუანი იგი ყოველნი წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი არა თუ ამისთჳს აღესრულებოდეს, რომელ მათ თქუეს, არამედ რომელ-იგი ყოფად იყვ ნეს ჭეშმარიტად, იგინი იტყოდეს. ეგრეთვე განყოფისათჳს სამოსელთაჲსა, ვითარცა ყოფად იყო, ეგრ...
...იტყუაჲ იგი არცა თუ თჳთ მათ ზედა. არამედ რომელნიცა მოიქცეს მათგანნი და შეინანეს წყალობით, შეიწყნარნა და სასუფეველსა ღირს-ყვნა. რამეთუ პავლეცა მათგანი იყო და ბევრეულნი იგი, რომელთა ჰრწმენა იერუსალჱმს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ჰრქუა იაკობ პავლეს: „ხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“ იგი ყოველნი მათგანნი იყვნეს, და შეიწყნარნა სახიერმან მან და აღჴოცნა ცოდვანი მათნი; ხოლო რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოვებასა შინა, მათ თავით თჳსით მოიღეს რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან“ (27,26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ქმნა ესე პილატე? ვინაჲთგან ჯუარ-ცუმად მისცემდა, შოლტითა რაჲსათჳსღა სცა? ამისათჳს, რაჲთა ჰურიანი მოიმადლნეს. ესოდენ უგუნურ იყო, ესოდენ ცოფ, არა გულისჴმა-ყვნა სასწაულნი მისნი და საკჳრველებანი იგი, ძჳრუჴსენებლობანი და დუმილი მისი ყოველთა მათ შესმენათა ზედა, რომელ-იგი კმა იყო ქვათაცა მოდრეკად. რამეთუ ვინაჲთგან ლოცვითა მით და შეწუხებითა და მრავლითა სახითა კაცებაჲ აჩუენა, აწ კუალად დუმილითა მით და შეურაცხებითა შესმენათა მათთაჲთა უზეშთაესსა მას საზომსა აჩუენებს, რაჲთა გულისჴმა-ყონ, ხოლო იგინი ყოვლადვე მოუდრეკელ იპოვნეს...