თარგმანი: დაღაცათუ ზოგად ხუცესნი ეტყოდეს, არამედ, ვითარცა თავი მათ ყოველთაჲ, იაკობ ძმაჲ უფლისაჲ იყო პავლეს მიმართ მეტყუელ სიტყუათა ამათ. ხოლო არა ჴელმწიფებით უბრძანებს, ვითარცა ეპისკოპოსი, არამედ ზრახებით განაზრახებს, ვითარცა ძმაჲ. არცა სიქადულით იტყჳს, ვითარმედ რაოდენნი ბევრნი შემიძინებიან სარწმუნოებასა, რამეთუ ყოველნივე მისნი ნამუშაკევნი იყვნეს, არამედ სიმრავლესა ოდენ იტყჳს მათსა, და ზოგად სარწმუნოებასა თანა ქრისტესსა ყოველთავე შჯულისა წესთაცა მოშურნეობასა მათსა წამებს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა მცირედნი იყვნეს, ანუ არა ზოგად ყოველნი შჯულისა წესთა მოშურნე იყვნეს, შეურაცხმცა ვინ ყო სიმცირე და არა ერთ-ნებობაჲ მათი. ხოლო აწ მრავალ ბევრ არიან, რომელი-ესე დიდი ნივთი არს შფოთისაჲ და ყოველნივე ზოგად შურის-მგებელ მის ზედა, რომელი ქადაგებდეს არა წინა-დაცუეთასა და დაჴსნასა ყოველთავე ძუელისა შჯულისა წესთასა, რომლისათჳცა უმზირდეს მოსლვასა მისსა. რაჲსაღამცა სხჳსათჳს, არამედ რაჲთა ერის კრება ყონ პავლეს ზედა, ვითარცა წინა-აღმდგომსა მათსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:22
21. ესმა ვიეთგანმე შენთჳს, ვითარმედ განდგომასა ასწავებ მოსესგან, რომელნი-იგი წარმართთა შორის ჰურიანი არიან, და ეტყჳ, რაჲთა არა წინა-დასცჳთონ შვილთა მათთა და არცა ჩუეულებათა ვიდოდიან.22. რაჲ უკუე არს? უეჭუელად ერი შეკრებად არს, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოსრულ ხარ.23. აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყჳთ შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა ლოცუაჲ აქუს თავისა თჳსისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21