მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ლ̂ა. სწავლაჲ იაკობისი პავლეს მიმართ, რაჲთა არა აყენებდეს ჰურიათაგანთა წინა-დაცუეთად

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და ჰრქუეს მას: ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი! და ყოველნივე მოშურნე შჯულისა არიან. ესმა ვიეთგანმე შენთჳს, ვითარმედ განდგომასა ასწავებ მოსესგან, რომელნი-იგი წარმართთა შორის ჰურიანი არიან, და ეტყჳ, რაჲთა არა წინა-დასცჳთონ შვილთა მათთა, არცა ჩუეულებათა ვიდოდიან. რაჲ უკუე არს? უეჭუელად ერი შეკრებად არს, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოსრულ ხარ (21,20-22).

თარგმანი: დაღაცათუ ზოგად ხუცესნი ეტყოდეს, არამედ, ვითარცა თავი მათ ყოველთაჲ, იაკობ ძმაჲ უფლისაჲ იყო პავლეს მიმართ მეტყუელ სიტყუათა ამათ. ხოლო არა ჴელმწიფებით უბრძანებს, ვითარცა ეპისკოპოსი, არამედ ზრახებით განაზრახებს, ვითარცა ძმაჲ. არცა სიქადულით იტყჳს, ვითარმედ რაოდენნი ბევრნი შემიძინებიან სარწმუნოებასა, რამეთუ ყოველნივე მისნი ნამუშაკევნი იყვნეს, არამედ სიმრავლესა ოდენ იტყჳს მათსა, და ზოგად სარწმუნოებასა თანა ქრისტესსა ყოველთავე შჯულისა წესთაცა მოშურნეობასა მათსა წამებს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა მცირედნი იყვნეს, ანუ არა ზოგად ყოველნი შჯულისა წესთა მოშურნე იყვნეს, შეურაცხმცა ვინ ყო სიმცირე და არა ერთ-ნებობაჲ მათი. ხოლო აწ მრავალ ბევრ არიან, რომელი-ესე დიდი ნივთი არს შფოთისაჲ და ყოველნივე ზოგად შურის-მგებელ მის ზედა, რომელი ქადაგებდეს არა წინა-დაცუეთასა და დაჴსნასა ყოველთავე ძუელისა შჯულისა წესთასა, რომლისათჳცა უმზირდეს მოსლვასა მისსა. რაჲსაღამცა სხჳსათჳს, არამედ რაჲთა ერის კრება ყონ პავლეს ზედა, ვითარცა წინა-აღმდგომსა მათსა.

აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყჳთ შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა ლოცუაჲ აქუს თავისა თჳსისა. ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა და იკუეცე მათ თანა, რაჲთა დაიყჳნენ თავნი მათნი, და ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათჳს-იგი ესმა შენთჳს, არარაჲ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ შჯულსა (21,23-24).

თარგმანი: ზრახებით აზრახებენ, არა ბრძანებით უბრძანებენ, რაჲთა, დაღაცათუ არად საჴმარ არიან ქრისტეანობასა შინა ჰურიაებრნი წესნი, არამედ მან ეგრეთცა აჩუენოს, ვითარ თუმცა იმარხვიდა შჯულსა, მოქმედებითა რაჲთმე მათებრვე, რაჲთა აღეშენნენ იგინი. ხოლო ლოცვაჲ ესე, რომელ აქუნდა ოთხთა მათ კაცთა, აღთქუმაჲ არს. რამეთუ მრავალსა ადგილსა წმიდათა წერილთასა ნაცვალად "აღთქუმისა" "ლოცვაჲ" თქუმულ არს: "ილოცეთ და მიეცით" () — ამის წილ, ვითარმედ: "აღუთქუთ და აღუსრულეთ". რამეთუ ესე ჩუეულებაჲ იყო წარმართთაჲ, რომელ ვეცხლი შეაწონიან ძესა თჳსსა და საწონი მისი შეწირიან ღმრთისა. ხოლო უფალმან ჰურიათა შორის აღასუბუქა ფასი ესე. და აღრიცხუვასა შინა პირმშოთასა განაწესა წულისათჳს ერგასისი დიდრაქმაჲ, ხოლო ქალისათჳს ოც და ათი, საჴსრად პირმშოებისა მათისა, ვითარცა წერილ არს წიგნსა რიცხუთასა აღრიცხუვასა მას შინა ლევიტელთასა. ხოლო უკუანაჲსკნელ-რე წარმართთაცა შორის შემცირდა ესე, რამეთუ ნაცვალად ძისა საწონისა თმაჲ მოზრდილი და თხზული მოჰკუეციან და ამისი საწონი ოქროჲ შეწირიან ღმრთისა. ხოლო აწ ლოცვად სახელდებულისა ამის აღთქუმისა სახენი მრავალ იყვნეს ისრაიტელთა შორის. რამეთუ რაჟამს სენსა რასმე ანუ განსაცდელსა შთავარდიან, რომელმან-მე აღუთქჳს შეწირვაჲ მსხუერპლთაჲ, სხუამან — საჴმართაჲ, სხუამან — თავისა თჳსისაჲ, სხუამან — დღეთა რათმე რიცხუედთა არა სუმაჲ ღჳნისაჲ გინა არა კუეცაჲ თმათაჲ. ამათ განჩინებულთა დღეთა დასასრულსა შჳდ დღე შეწირიან მსხუერპლი. ამისსა შემდგომად იკუეციან თმაჲ და აღუთქჳან ღმერთსა, რაჲთა, ვითარცა თმათა მოკუეცასა ზედა, უტკივარ და ულმობელ იყვნენ მოკუეთასა ზედა ყოველთა ვნებათა და გემოვნებათასა. ამითვე გულისჴმის-ყოფითა არს აწინდელი ესე აღკუეცაჲ მონაზონთაჲ. რაჲთა, ვითარ-იგი თმანი დაღაცათუ ჴორცთა მოჰკიდვან, არამედ არავინ იგრძნობნ მოკუეთისა მათისა ტკივილსა, ეგრეთვე ჩუენ მკუდარ და უტკივარ ვიყვნეთ მოკუეთასა ზედა ჴორციელთა ვნებათა და გემოვნებათასა. ამის ესევითარისა რაჲსმე გამომსახველს კუეცასა და განწმედასა ჰურიაებრსა ზიარებად აწუევს პავლეს იაკობ, მის თანა ხუცებითურთ, რაჲთა ესრეთ დააცხრვონ იჭჳ ჰურიათაჲ, რაჟამს ცნან, ვითარმედ არა ხოლო სხუათა არა აყენებს წესთაგან შჯულისათა, არამედ თჳთცა დაუკლებელად იმარხავს აღსრულებასა მათსა.

ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალნენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა და მშთვრისა და სიძვისა (21,25).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ, ჰურიათა მოძღუარნი, ესოდენ მიმშუებელ ვექმნენით წარმართთა, რომელ არცა რაჲ ერთი ჰურიაებრთა წესთაგანი ვიძიეთ მათგან, და ამით ჯერითა არა დავაბრკოლენით ჰურიანი, ეგრეთვე შენ პავლესთჳს, მოძღურისა მათისა, არა დაბრკოლდენ წარმართნი მცირედ სათნო-ყოფისათჳს ჰურიათაჲსა.

მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი (21,26).

თარგმანი: ძალ-ედვა პავლეს განმართლებაჲ თავისაჲ წინა-დაცუეთითა მით ტიმოთესითა, ვითარმედ არა წინა-აღმდგომი არს შჯულისაჲ, არამედ სიმდაბლითა გონებისაჲთა იქმნებოდა ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, თანა-წარყვანებითა მით კაცთაჲთა და მათ თანა განწმედითა. რამეთუ შემდგომად კუეცისა შჳდ დღე შეწირვაჲ უნდის მსხუერპლისაჲ კაცად-კაცადსა აღკუეცილთა მათგანსა. ესრეთ უკუე შჳდთა მათ დღეთა დღითი-დღე შევიდოდა პავლე ტაძრად და მიუთხრობდა და არწმუნებდა ყოველთა, ვითარმედ არა ხოლო სხუათა არა აყენებს, არამედ თჳთცა დაუყენებელად აღასრულებს შეწირვასა მსხვერპლისასა შჳდთა მათ დღეთა განწესებულთა. ესრეთ უკუე, სადაცა ევნებოდის სარწმუნოებასა ქრისტეანეთასა, მუნ უმკუეთელეს მახჳლისა იყვის, ხოლო სადა არარაჲ ვნებაჲ შეემთხუეოდის სარწმუნოებასა ქრისტიანეთასა, მუნ აჩუენებდის ყოველსავე სახესა სიმდაბლისა და მორჩილებისასა ყოვლადქებული მოციქული პავლე, ვითარცა ყოვლითურთ მორჩილი ბრძანებათა ქრისტეს მეუფისათაჲ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი ლ̂ა. სწავლაჲ იაკობისი პავლეს მიმართ, რაჲთა არა აყენებდეს ჰურიათაგანთა წინა-დაცუეთად