მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:3

2. და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ, აღვჴედით და შევსხედით მას.3. ხოლო აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთა, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტჳრთი.4. და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
3. ხოლო აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთა, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტჳრთი.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან; მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ. და კუალად ხვალისაგან როდედ და მიერ პატრად. და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღ-ვიდოდა ფინიკედ. აღვჴედით და შევსხედით მას. და აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთად, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ტჳრთი ნავისაჲ მის (21,1-3).:

თარგმანი: ესე იყო ნავითა მართლ წარმოსლვაჲ, რამეთუ არასადა ყოვნეს სოფელთა და ქალაქთა, არამედ მსწრაფლ წარვიდეს ადგილები ესე: კონი, რომელ არს ჭალაკი და ქალაქი, რომელსა მოიჴსენებს ისიოდოს ფილოსოფოსი, და უწოდს მას მძლედ და წინამძღურად ქალაქთა. ხოლო როდონი ჭალაკი არს საჩინოჲ, რომელსა როდ ეწოდა როდისგან, ასულისა პოსიდონისსა, და კუალად ფრიადისა ვარდისაგან, რომელი იქმნების მუნ თჳთცენებით ველურად და არა შინაურად. ხოლო პატრაჲ ქალაქი არს ლუკიაჲსაჲ, სადაიგი არს ნავთსადგური, ანდრიაკად სახელდებული, რომელსა შინა იცვალეს ნავი იგი ეფესოჲთ წარმომყვანებელი მათი პავლე და მის თანათა. ნუ-უკუე და თჳთ მის ადგილისაჲ იყო ნავი იგი. ამისსა შემდგომად, ვინაჲთგან არა პოვეს ნავი, მიმყვანებელი კესარიად ფილიპიისა, ამისთჳს ტჳრელსა ნავსა შევიდეს, წიაღ-მავალსა პატრაჲთ ფინიკედ. რამეთუ ფინიკე უწოდიან ყოველსა ასურეთსა, სადაცა დგას ფინიკისა ხე. ესრეთ უკუე უმეტესითა სწრაფითა არა შევიდეს კჳპრედ, არამედ წიაღ-ჴდეს ტჳრედ, რომელსა აწ სურ ეწოდების, და მუნ გარდაყარეს ტჳრთი ნავისაჲ, რამეთუ მებრვე ამისთჳს მისრულ იყვნეს მუნ ტჳრთისა მისთჳს.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:19-26 — პილატეს ცოლის ჩვენება, ბარაბას გათავისუფლება და განაჩენი:

...უსტი, განზე გადგა. მას არ შეენდობა იმიტომაც, რომ, როცა მისგან საქვეყნოდ ცნობილი ბოროტმოქმედი მოითხოვეს, მისცა, ხოლო ქრისტეს შესახებ იკითხა: -რაჲ უკუე უყო იესუს? რითაც სამსჯავროს უფროსებად იუდეველები აქცია, მაშინ, როცა უფროსი თვითონ იყო და შეეძლო იესო მათთვის გამოეტაცა ისე, როგორც ათასისთავმა პავლე გამოსტაცა ().ჯუარს-ეცჳნ, - ამბობენ იუდეველები, რომელთაც არა მხოლოდ მისი სიკვდილი სურდათ, არამედ ბოროტმოქმედებაში ბრალის დადებაც, რადგან ჯვარი ბოროტმოქმედთა დასასჯელად იყო დადგენილი. ხელებს იბანს, რათა აჩვენოს, რომ თვითონ სიძულვილისაგან განწმენდილია. ცუდად აზროვნებს: ქრისტეს თან მართალი უწოდა და თანაც მკვლელებს გადასცა. სასჯელი მკვლელობისათვის იუდეველებმა თავიანთ თავზე აიღეს, რომელმაც მოაწია მათზე: რომაელებმა ისინიცა და მათი შვილებიც ამოწყვიტეს. სხვათა შორის, იმ ებრაელების შთამომავლებს, რომელთაც უფალი მოკლეს, მისი სისხლი დღემდე ადევთ, უფლის ურწმუნოებისა გამო ყველასგან იდევნებიან და ამის გამო დევნილთ არც შეწყალება აქვთ. პილატემ აცემინა იესო, ანუ გააშოლტინა, ან იმიტომ, რომ იუდეველნი გაეხარებინა, ან კიდევ საჩვენებლად იმისა, რომ იგი თვითონაც დასაჯა და ჯვარზე უკვე არა უდანაშაულო კაცი გაეკვრებოდა, არამედ პატივაყრილი. ასე ასრულდა წინასწარმეტყვ...

სრულად ნახვა