მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:4

3. ხოლო აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთა, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტჳრთი.4. და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ.5. და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
4. და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალემდ (21,4).:

თარგმანი: სულისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებდეს ტჳრეს მყოფნი იგი მოწაფენი ჭირთა, რომელნი შემთხუევად იყვნეს პავლესდა. ხოლო არა-აღსლვასა იერუსალემდ კაცობრივითა ზრახებითა ეტყოდეს. ამისთჳს არა ისმინა მათი, რამეთუ, უკუეთუმცა სულისა მიერ ბრძანებულ იყვნეს დაყენებად მისსა, იგინიცა უკადნიერესად-რე ეტყოდეს და პავლეცა არა ურჩ ექმნებოდა ბრძანებასა სულისასა, ვითარ-იგი დამასკოჲთ და სხუათა მრავალთა ადგილთაგან მიჰრიდის შემთხუევასა განსაცდელთასა სიტყჳთა ძმათა ზრახებისაჲთა. ხოლო ამისთჳს წინაჲსწარ განეგო სხუათაცა მიერ წინაჲსწარმეტყუელებაჲ პავლეს ძჳრთა შემთხუევისაჲ, რაჲთა არავინ ლიქნისა და მაჩუენებლობისად შეჰრაცხოს, რაჲ-იგი პავლე ჰრქუა ეფესელთა, ვითარმედ: კრულებანი და ჭირნი მელიან მე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის