მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:7

6. და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა.7. და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე.8. ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
7. და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ, და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით, ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს. და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა. და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე (21,5-7).:

თარგმანი: შემდგომად შჳდ დღე დაყოვნებისა ტჳრეს შინა, გამოვიდეს მიერ ძმათაგან, რომელნი-იგი მჴურვალებით თანა-უვიდოდეს მათ ცოლებითურთ და შვილებით და წარგზავნნეს იგინი ნავითა პტოლემაიდად. ხოლო პტოლემაიდაჲ არს ქალაქი ფინიკიისაჲ, აღშენებული პტოლემეოჲსგან ლაღოჲსა, რომლისა ზე ითარგმნნეს ძუელნი წიგნნი სამეოც და ათთა მიერ თარგმანთა. ამის პტოლემაიდაჲსა სახელი აწ აქაიად ცვალებულ არს, და არს იგი საზღვართაგან გალილეაჲსათა ზღჳს კიდით კერძო, და მახლობელად თჳსა სამხრით კერძო აქუს მას მთაჲ კარმელი. ამას ქალაქსა მივიდა პავლე მოწფებითურთ და მუნ მყოფთა ძმათა თანა დაადგრა ერთ დღე ოდენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის