თარგმანი: იხილე რასა-იგი ზემო-რე ვიტყოდე, ვითარ ენება პავლეს დღესასწაულსა მას მეერგასისა დღისასა აღსრულებაჲ იერუსალემს, და ჴუებულ იქმნა სწრაფისაგან, ვითარცა კაცი, რამეთუ ამის პირისათჳს დასწერს ლუკა რიცხუსა დღეთასა, ვითარმედ: შემდგომად ხუთისა დღისა აღვსებისა დღეთა წარმოვიდეს ტრთადად და მუნ დაადგრეს შჳდ დღე. ხუთი და შჳდი — ათორმეტ, და მიერ ვიდრე მელიტონადმდე. მოიწინეს — ექუს დღე. ექუსი თორმეტსა ზედა —ათრვამეტ, და მიერ ვიდრე პატრადმდე სამ დღე. სამი ათრვამეტსა ზედა — ოც და ერთ. მიერ ხუთ დღე ტჳროსამდე. ხუთი ოც და ერთსა ზედა — ოც და ექუს. შჳდ დღე დაადგრეს ტჳროსს. შჳდი ოც და ექუსსა ზედა — ოც და ათცამეტ. ერთი - პტოლემაიდას. ამითურთ ყოველი — ოც და ათოთხმეტ. და მიერითგან კესარიას დაყვეს მრავალ დღე, ვიდრემდის მუნ დაემთხჳა მათ დღე მეერგასისე; რაჲთა არა გიკჳრდეს შენ, ჴუებულ რაჲ იქმნე წადიერებისაგან; ვინაჲთგან პავლესცა არა ყოვლადვე განემარჯუებოდა საწადელი თჳსი. ხოლო საცნაურ იყავნ, ვითარმედ, რომელსა-ესე აწ მახარებელად უწოდს, ესე არს ფილიპე ერთი შჳდთა დიაკონთაგანი; ვინაჲ ცხად არს, ვითარმედ წეს არს. რაჲთა პირველ დიაკონობისა იქორწინებდენ დიაკონნი,...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:8
7. და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე.8. ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა.9. ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაწარმეტყუელნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21