მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 22:15

14. ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა მისისაჲ,15. რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა.16. და აწ ნურას ეურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 22
15. რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა.
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იყო უკუე ჟამსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკოჲსასა შუვა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩუენ ზედა, და დავვარდი ქუეყანასა ზედა, და მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? და მე მიუგე: ვინ ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ იესუ ნაზარეველი, რომელსა შენ მდევნი. და რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. და მე ვარქუ: რაჲ-მე ვყო, უფალო? ხოლო უფალმან მრქუა მე აღდეგ და შევედ დამასკედ და მუნ გეთხრას შენ ყოვლისათჳს, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად. და ვითარცა-იგი მე არარას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ჴელის აპყრობითა თანა-მყოფთა მათ ჩემთაჲთა შევედ დამასკოდ. ანანია ვინმე, კაცი ღმრთის მოშიში მსგავსად შჯულისა, წამებული ყოველთაგან მკჳდრთა დამასკისათა ჰურიათა, მოვიდა ჩემდა, ზედა-მომადგა და მრქუა მე: საულ, ძმაო, აღიხილენ! და მე მასვე ჟამსა აღვიხილენ და მივხედენ მას. ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა თჳსისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა მისისაჲ, რამეთუ იყო მოწამე მისსა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა. და აწ ნურას იურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა (22,6-16).:

თარგმანი: ესე ყოველნი სიტყუანი ზემოჲთვე მეათცამეტესა თავსა შინა განგჳმარტებიან. მუნ ლუკაჲს მიერ თხრობილნი პავლეს მოქცევისათჳს, და აქა — ლუკაჲს მიერვე აღწერილნი, ხოლო პავლეს თქუმულნი ერისა მიმართ, რაჲთა არა აბრალობდენ მას ჰურიათა შჯულისა დატევებისათჳს, რამეთუ არა ცუდად შეიცვალა პირველისა შჯულისა მოშურნეობისაგან, არამედ ესოდენითა ამით ჩუენებითა და გამოცხადებითა უფლისაჲთა. ხოლო რაჲ-იგი წინა-აღმდგომად ჩანს ორთავე ამათ თხრობათა შინა, იგი მუნცა განჳმარტებია და აქაცა ვიტყჳთ; რამეთუ მუნ ლუკა იტყჳს, ვითარმედ: კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. და აქა პავლე წარმოიტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს, ხოლო ჴმაჲ არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. აწ უკუე ესრეთ გულისჴმა-ყავ ორთავე ამათ სიტყუათა ჭეშმარიტებაჲ: ორნი ჴმანი იყვნეს: პავლესი და უფლისაჲ, და სიტყჳსაებრ პირველ თქუმულისა, პავლესი ოდენ ჴმაჲ ესმოდა კაცთა მათ. ხოლო აწინდელისა ამისებრ სიტყჳსა, ჴმაჲ იგი უფლისაჲ არა ესმოდა, მეტყუელი პავლეს მიმართ. და კუალად, ორნი ხილვანი იყვნეს: ნათლისაჲ მის და თჳთ უფლისაჲ. ნათელსა მას ხედვიდეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის