თარგმანი: ვინაჲთგან ხილულთა საქმეთა თჳსთა წარმოთქუმაჲ სრულ ყო, მოწამედ ქონებითა კაცთაჲთა, აწ ხილვასა წარმოუთხრობს, და ნაცვალად მოწამეთა, ტაძარსა და ლოცვასა შემოიღებს, ვითარმედ: არა ოცნება იყო, რომელი ლოცვით და განკჳრვებით იხილა ტაძარსა შინა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მე გულის-სიტყჳთა კაცობრივითა ვჰგონებდ, ვითარმედ ისმინონ ჩემი ჰურიათა, რაჟამს მიხილონ მდევარი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ მოწაფედ ქრისტესსა; გულისჴმა-ყონ და თქუან, ვითარმედ უეჭუელად არათუმცა ეცნა მისთჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად ღმერთ არს, არამცა ქადაგებდა სახელსა მისსა, რომელსა პირველ სდევნიდა. არამედ ღმერთმან ესრეთ მრქუა: წარვედ ამიერ, რამეთუ არა ისმინონ შენი, და, ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: ზე-გეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე ნათესავთა და მეფეთა, ძეთა ისრაელისათა. და აწ ეტყჳს, ვითარმედ: არა მიითუალონ წამებაჲ შენი ჩემთჳს. ცხად არს, ვითარმედ ზეტჳრთვა არს ჴმა-მაღლად ქადაგებაჲ, ხოლო არა-შეწყნარებაჲ ქადაგებისაჲ — რაჟამს არა ისმენდენ. აწ უკუე ორივე ესე იქმნა, რამეთუ პავლეს ზე-ეტჳრთა სახელი ქრისტესი კადნიერად ქადაგებითა , ხოლო ჰურიანი არა ისმენდეს, ვითარ-ესე აწ სდევნიან და...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 22:20
19. და მე ვთქუ: უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა.20. და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედამდგომელ და თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა.21. და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 22