თარგმანი: ვინაჲთგან უწყოდა მოციქულმან, ვითარმედ ჯერ-არს მთავრობათა და ჴელმწიფებათა დამორჩილებაჲ, რამეთუ არა არს მთავრობაჲ გარნა ღმრთისა მიერ; ამისთჳს, რაჟამს განართხმიდეს მას ღუედებითა ცემად, ჰრქუა ასისთავსა უბრალოებაჲცა თჳსი და ჰრომობაჲცა. თქუას ვინმე: ვითარ მოძღუარმან ქრისტეანეთამან პირველ თქუა ჰურიაობაჲ და ტარსელობაჲ და აწ იტყჳს ჰრომაელობასა? ნუ-უკუე არა ტყუვისა წინა-აღმდგომთა სიტყუათა თქუმად ზედაჲს-ზედა? არამედ გულისჴმა-ყავ, საყუარელო, რამეთუ ამას შენსა უწულილეს ათასისთავი იგი შემძლებელ იყო გამოწულილვად, და უკუეთუმცა ტყუილით რაჲმე ეთქუა, უძჳრესად ჰგუემდა. ხოლო აწ ცხად არს, რამეთუ სამართალ ყოფაჲ ცნა. ამისთჳს შიშით განეშორა, განჰჴსნა და დააცადა ტანჯვაჲ მისი. გარნა მოვედ და ისწავე, რამეთუ ჭეშმარიტად არა იპოების ტყუვილი უტყუველთა მათ შინა ბაგეთა პავლესთა; რამეთუ შჯულითა ჰურიათაჲ იყო და შობილი ტარსუნს კილიკიისასა; ხოლო ჰრომი — ამისთჳის, რამეთუ ძუელთა მეფეთაჲთგან ვიდრე ანდრიანე მეფისამდე არავინ იკადრებდა ყოველი კაცი, რაჲთამცა ჰრომად სახელ-იდვა თავსა თჳსსა, უკუეთუ არა მრავლითა საფასითა ანუ ღირსებითა რაჲთმე მოიგის ჰრომ ყოფაჲ და წოდებაჲ,...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 22:25
24. ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაჲ მისი ბანაკად და თქუა: ტანჯვით განვიკითხო ეგე, რაჲთა ვცნა, რომლისა ბრალისათჳს ესრეთ ჴმობენ მისთჳს.25. და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედამდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსა ჯერ-არს თქუენდა ტანჯვად?26. ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე, რაჲ გეგულების ყოფად, რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 22