თარგმანი: დაღაცათუ უნდა ცნობად მიზეზსა, თუ რაჲსათჳს შეასმენენ მას ჰურიანი, გარნა არღარა ზედა-მისლვითა კადნიერებით ჰყოფს ამას ათასისთავი იგი, არამედ კრძალულებით განჰჴსნის პავლეს და დაადგინებს შორის კრებულსა მღდელთმოძღუართა და ჰურიათა ერისასა. რამეთუ, ვითარცა ჰრომისაგან, მოშიშ და განკრძალულ არს პავლესგან, რაჲთა არარაჲ ძჳრი შეამთხჳოს მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 22:30
29. მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა-იგი ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი, და ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაჲ, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო შევედრებულ.30. ხვალისაგან უნდა გულისჴმის-ყოფად უკრძალულესად-რე, რაჲსათჳს-ძი შეასმენენ მას ჰურიანი იგი. განჴსნა იგი და ბრძანა შეკრებაჲ მღდელთ მოძღუართაჲ და ყოვლისა მის კრებულისაჲ, და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 22