თარგმანი: ჰურიაობასა იტყჳს ნათესავით, ტარსუნს მობილობასა და იერუსალემს აღზრდილობასა, რამეთუ ფრიადითა მჴურვალებითა სწავლულებისაჲთა დაეტევა მშობელთა ქუეყანაჲ, და იერუსალემს რაჲ იზარდებოდა, არა ვაჭრობასა ანუ ჴელოვნებასა რასმე ისწავლიდა, არამედ სიმდაბლით დამორჩილებულ იყო ფერჴთა ქუეშე წარჩინებულისა მის მოძღურისა გამალიელისთა, რაჲთა ზედა-მიწევნით. ასწავოს, არა ვითარცა მწირსა და უცხო-თესლსა, არამედ ვითარცა ნათესავით ჰურიასა, გამოწულილვითი მეცნიერებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ, რომლისათჳს ვიდრე სიკუდილადმდე მოშერნე იყო. და ვითარ-ესე დღეს თქუენ ჩემ ზედა შურს იგებთო, ერსა მას ეტყჳს, ეგრეთვე მე ვსდევნიდ გზასა ჭეშმარიტისა მის გზისა და ცხორებისა ქრისტეს ქადაგებისასა, ვითარცა წინა-აღმდგომსა რასმე და დამჴსნელსა ჰურიათა შჯულისასა. ვინაჲცა არღარა სხუათა აღვსძრევდ, არამედ მე თავით თჳსით შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მორწმუნეთა ქრისტესთა, არა ხოლო მამათა, არამედ არცაღა დედათა ვჰრიდებდ უძლურებისათჳს ბუნებისა. ამის ყოვლისა მოწამედ თჳთ მღდელთმოძღუარსა მოიყვანებს და ყოველთა ხუცესთა, რომელთა წიგნებითა წარვლინებულ იყო დამასკოდ ტანჯვად ქრისტეანეთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 22:5
4. რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰვრვედ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა,5. ვითარცა-ეგე მღდელთ მოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ კრულთა იერუსალჱმდ, რაჲთა იტანჯნენ.6. იყო უკუე ჩემსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკისასა, შუა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩუენ ზედა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 22