მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:14

13. ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაჲ ესე ყვეს,14. რომელნი მოუჴდეს მღდელთ მოძღუართა და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვნეთ თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე.15. აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე შთამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23
14. რომელნი მოუჴდეს მღდელთ მოძღუართა და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვნეთ თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე.
თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაჲ შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე. ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაჲ ესე ყვეს, რომელნი მოუჴდეს მღდელთმოძღუართა მათ და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვენით თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲსა ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე. აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე გამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისსა განმზადებულ ვართ მოკლვად მისსა (23,12-15).:

თარგმანი: იხილე სიბოროტე ეშმაკისაჲ, ვითარ ბოროტსა ზედა ორმეოცნი შეითქუმიან, ხოლო კეთილსა ზედა არცა ორნი გინა სამნი. ვითარ-ესე აწ ორმეოცნი კაცნი შეიჩუენებენ თავთა არცა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდის მოკლან პავლე, და უეჭუელად შეჩუენებულნი დაშთეს, რამეთუ პავლე ვერ მოკლეს და თჳთ უნდა თუ არა, ჭამეს შეჩუენებულთა. რამეთუ ესე არს ძალი შეჩუენებისაჲ —ყოვლითურთ განვრდომაჲ ღმრთისაგან და ყოვლითურთ შეძინებაჲ ეშმაკისაჲ. იხილე კუალად სივერაგე მღდელთმოძღუართაჲ; ვითარცა ავაზაკთ-მთავარნი სიკუდიდ მიუმარჯუებენ, ნაცვალად მკლველთა განპატიჟებისა. არამედ განიქიქნეს და არა ხოლო მკლველობისაგან დაეყენნეს, არამედ იმხილნეს-ცა, ვითარმედ ვერარას ბრალსა დასდებენ. ამისთჳს ფარულად ღონე-ჰყოფენ მოკლვად მართლისა მის.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის