მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:16

15. აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე შთამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა.16. ესმა დისწულსა პავლესსა სიტყუაჲ ესე, მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა პავლეს.17. ხოლო პავლე მოუწოდა ასისთავსა ერთსა და ჰრქუა: ჭაბუკი ესე მიიყვანე ათასისთავისა, რამეთუ უნებს რაჲმე თხრობად მისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23
16. ესმა დისწულსა პავლესსა სიტყუაჲ ესე, მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა პავლეს.
თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესმა დისწულსა პავლესსა სიტყუაჲ ესე, მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა პავლეს, ხოლო პავლე მოუწოდა ასისთავსა ერთსა და ჰრქუა: ჭაბუკი ესე მიიყვანე ათასისთავისა, რამეთუ უნებს რაჲმე თხრობად მისსა. ხოლო მან წარიყვანა იგი და მიიყვანა ათასისთავისა მისთჳს და ჰრქუა: კრულმან პავლე მიმიწოდა და მრქუა მე ჭაბუკისაჲ ამის მოყვანებად შენდა, რამეთუ აქუს რაჲმე სიტყუაჲ თხრობად შენდა. უპყრა ჴელი ათასისთავმან და განიყვანა თჳსაგან და ჰკითხჳდა, ვითარმედ: რაჲ არს, რაჲ გიჴმს თხრობად ჩემდა? ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ: ჰურიანი შეითქუნეს, რაჲთა ითხოვონ შენგან და პავლე შთაიყვანო ხვალე კრებულსა მათსა, რეცა თუ უჭეშმარიტესად-რე კითხვად მისთჳს. შენ უკუე ნუ ერჩი მათ, რამეთუ უმზირიან მას მათგანნი კაცნი უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეუჩუენნეს თავნი თჳსნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე. და აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა. ხოლო ათასისთავმან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაჲთა არავის უთხრას, ვითარმედ: ესე მაუწყე მე (23,16-22).:

თარგმანი: განგებულებაჲ იყო ღმრთისაჲ, რომელ ვერ ცნეს მათ და ვითარ არა უნდა, სასმენელ იქმნა დისწულისა პავლესისა ზაკუვაჲ მათი. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო თჳსებითა ჴორციელითა, არამედ უფროჲსღა სულიერითა ერთნებობითა შეკრულ იყო ჭაბუკი ესე სიყუარულსა პავლესსა. და კუალად პავლე არავე განლაღნა ჩუენებასა მას ზედა უფლისასა, ვითარცა უწყებული მისგან, ვითარმედ ვერარაჲ უყონ მას ჰურიათა იერუსალემს, არამედ ჰრომს მიწევნად არს ცოცხალი, არამედ ამის ყოვლისა შემდგომად არა უღირს-უჩნს კაცობრივი ღონე კრძალვისაჲ. ამისთჳს საიდუმლოდ სმენილი თჳსისა დისწულისაგან არა არწმუნა ასისთავთაგანსა ვისმე, არამედ თჳთ ჭაბუკისა მისვე პირითა მიაწია ათასისთავისა, და კუალად ათასისთავმან არავის განუცხადა. უფროჲსღა ჭაბუკსა მასცა ამცნო, ვითარმედ ნუმცა ვინ უწყის თუ ჩემდა გითხრობიეს ეგე. არცაღა მის თანათა მათ ასისთავთა არწმუნა, ვიდრე ჟამადმდე წარვლინებისა, რამეთუ განკრძალულ იყო პავლესთჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის