თარგმანი: ვინაჲ ირწმუნა ათასისთავმან სიტყუაჲ იგი ჭაბუკისაჲ? არამედ მრავალ გზის გამოცდილ იყო უწესოსა მას შფოთის მოყუარებასა ჰურიათასა. ამისთჳს არა ყოვნა, არამედ ესოდენი ერი განჰმზადა, ვითარცა მეფისა პატივად და კრძალულებით წარყვანებად პავლესსა მყუდროსა შინა ჟამსა ღამისასა, რამეთუ ეშინოდა, ნუ-უკუე უწესოჲთა ერის კრებითა ზედა-მიუჴდენ და გამოსტაცონ და მოკლან პავლე ჰურიათა მათ, და საეჭუელ იქმნეს, ვითარმედ ნუ-უკუე ქრთამი მიეღო ათასისთავსა, და ამისთჳს არა დააყენა მკლველობაჲ მათი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:24
23. და მოუწოდა ორთა მიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: განჰმზადეთ ორასი ერისაგანი, რაჲთა მივიდენ კესარიადმდე, და მჴედარი სამეოც და ათი და ფაროსანი ორასი მესამით ჟამითგან ღამისაჲთ.24. და საჴედარი ერთი, რაჲთა აღსუან პავლე და მიიყვანონ იგი ფელიქს მთავრისა.25. და მიწერა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახჱ ესევითარი:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23