თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ ესე ანანია სახარებასა შინა ანნად სახელდებულ არს, რაჟამს აღმოიკითხო იესუჲსთჳს, ვითარმედ: მიიყვანა იგი ანნა კრული კაიაფა მღდელთმოძღურისა. ამას ანანიას აღრიპპა მონაცვალემან ჰეროდეს ოთხთა სამთავროთა მთავრისამან, განსძარცუა პატივი მღდელთმოძღურებისაჲ და სხუაჲ დაადგინა მის წილ. არამედ უკუანაჲსკნელ კუალად მიიღო მღდელთმოძღურობაჲ კოპონიოჲსგან, რომელი იყო მთავარი ჰურიასტანისაჲ. და აწ ჯდა და უბრძანებდა ცემად პავლესსა თჳნიერ ყოვლისა ბრალისა. ხოლო პავლე არა გინებით, არცა წყევით, არამედ უფროჲსღა საღმრთოდ კადნიერებით წინა-უწამა და ჰრქუა: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, უკუეთუ არა მოიქცე ეგევითარისა უმშჯავროებისაგან, რომელ აწ ჰზი და უბრალოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა; ვინაჲცა სხუაჲ არს სიტყუაჲ გინებისა და წყევისაჲ, რომელთ-ესე უცხო არს ქრისტესგან და მოწაფეთა მისთაგან, და სხუაჲ არს სიტყუაჲ მხილებისა და კადნიერებისაჲ, ვითარ-იგი უფალი ეტყჳს ჰურიათა: ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა. ამისსავე მსგავს არს აწინდელი ესე სიტყუაჲ პავლესი, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელებით ჰრქუა,...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:3
2. ხოლო მღდელთ მოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი.3. მაშინ პავლე ჰრქუა მას: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო! და შენ ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად სჯულისა, და უსჯულოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა.4. ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: მღდელთ მოძღუარსა ღმრთისასა აგინება?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23