თარგმანი: არა ყოველსავე საღმრთოჲსა მადლისა მიმართ მიუტევებს მოციქული, არამედ თჳთცა კაცობრივითა ღონითა წინა-აღუდგების საცთურსა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ ვითარმედ შჳდთა მათგან წვალებათა ჰურიაულთა, რომელთათჳს სხუასა ადგილსა მოგჳჴსენებიეს, აწინდელსა ამას სამშჯავროსა ორნი კრებულნი იყვნეს: ფარისეველთა და სადუკეველთანი, ამისთჳს ორნივე ურთიერთას მბრძოლ ყვნა და თავი თჳსი უმჯობესთა მათ კერძოთა ნაწილისად ქადაგა —ფარისეველად და ძედ ფარისეველისა, ვითარ-იგი იყო-ცა, რამეთუ ესე ფარისეველნი უმჯობეს იყვნეს სხუათა მათ. და დაღაცათუ პავლე ქრისტეს ქადაგებისათჳს იშჯებოდა და ძუელისა შჯულისა წესთა დაჴსნისათჳს, არამედ ეგრეთცა, რომელი ჟამსა მას შეეტყუებოდა, იგი თქუა, ვითარმედ: სასოებისათჳს საუკუნოჲსა და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა მე ვისჯებიო; რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტეს აღდგომისა ქადაგებაჲ დამამტკიცებელი არს მკუდართა აღდგომისაჲ და უეჭუელმყოფელი სასოებასა ცხორებისა საუკუნოჲსასა. ესრეთ უკუე განიჭრნეს ორად კრებულნი იგი და ფარისეველნი ჰბრძოდეს სადუკისგან მღდელთმოძღურისა ცთუნებულთა მათ სადუკეველთა, რომელნი-იგი უხილავთა მიმართ ურწმუნოებითა ღმრთისაგანცა უცხო იქმნებოდეს,...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 23:7
6. ვითარცა გულისჴმა-ყო პავლე, ვითარმედ ერთ-კერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ – სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები.7. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ და განივლთა სიმრავლე იგი.8. რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული, ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 23