მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 24:1

1. შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს.2. და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 24
1. შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს.
თავი ლ̂ე. ტერტჳლოჲს შესმენაჲ პავლესი და სიტყჳს-გებაჲ მისი წინაშე მთავრისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთმოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს. და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისსა და თქუა: მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა შევიწყნარებთ, მჴნეო ფელიქს, ყოვლითა მადლობითა (24,1-3).:

თარგმანი: გულისჴმა-ყავ, ვითარ მრავალთა მიზეზთა დამაყენებელთა მქონებელნი არავე დაეყენებიან, არამედ კუალად კესარიასცა მირბიან ცილისწამებად პავლესსა, არა ხოლო თჳთ მღდელთმოძღუარი და ხუცესნი, არამედ სხუაჲცა ვინმე ენამჭევრი ტერტჳლოს შემწედ მიიყვანეს, რაჲთა მოქცევობითა სიტყუათა თჳსთაჲთა დაფაროს სიცრუვე მათი. ვინაჲცა გამოიყვანეს პავლე მიერ ტაძართა მათგან ჰეროდე მეფისათა, სადა-იგი შეყენებულ იყო, და მოიყვანეს წინაშე ფელიქს მთავრისა. მაშინ ტერტჳლოს დასაბამად პავლეს შესმენათა იწყო ლიქნით სიტყუად და ქებად მთავრისა, რაჲთა მიიზიდოს იგი ჰურიათა სიყუარულად. და ეგრეთ, დაღაცათუ უმშჯავრო იყოს ბჭობაჲ იგი, ეგრეთცა განაჩინოს დაშჯაჲ პავლესი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის