მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 24:15

14. ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და წინაწარმეტყუელთა წერილ არს.15. სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა.16. ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 24
15. სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა.
თავი ლ̂ე. ტერტჳლოჲს შესმენაჲ პავლესი და სიტყჳს-გებაჲ მისი წინაშე მთავრისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე თაყუანისცემად იერუსალემდ, და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა. არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისსა ჩინებად, რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე. ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ გზისა მისთჳს, რომელსა-ეგე იტყჳან წვალებად, ესრეთ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა, და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა წერილ არს. სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან. აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა. ამას ზედა ვიღუწი. დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის (24,11-16).:

თარგმანი: სიმცროსა დღეთასა იტყჳს, ვითარმედ: ათორმეტი ოდენ დღე დამიყოფია; არა სხჳსა რაჲსათჳს, არამედ თჳთ მებრვე შჯულიერისა წესისათჳს თაყუანისცემად აღსრულსა იერუსალემდ. აწ უკუმ ცხად არს, ვითარმედ არა მიქადაგებიეს სხუათადა დაჴსნაჲ შჯულისაჲ, რომლისა აღსრულებისათჳს აღსრულ ვიყავ თაყუანისცემად იერუსალემდ. და კუალად, მუნ ყოფისა ჩემისა ჟამი მოკლე არს, და არა დაიფარვის სიგრძითა ჟამთაჲთა, არამედ ადვილ არს გამოჩინებად, უკუეთუ სადმე შფოთი მიქმნიეს, რომლისაჲ ვერ ძალ-უც თქუმად ჩემთჳს ათორმეტთა ამათ დღეთა შინა. რამეთუ ესოდენ მოკლე ჟამი ადვილ არს გამოსაძიებელად, თუ რაჲ მიქმნიეს ჟამითი-ჟამად, ანუ თუ სადა ყოფილ ვარ. ხოლო გზისა ამისთჳს, რომელ არს სარწმუნოებაჲ ქრისტესი, ესრეთ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა, რომელი არარაჲთ იმსახურების ესრეთ, ვითარ ღმრთად აღსაარებითა მხოლოდშობილისა ძისა მისისა, უფლისა ჩუენისა და ღმრთისა იესუ ქრისტესითა; რამეთუ ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი მისსა ჴორცთ შესხმასა არა ხოლო სიტყჳთ, არამედ წერით და შჯულსა შინა აღწერით მოასწავებდეს. და ჭეშმარიტად ერთ არს და იგივე ღმერთი შჯულის-მდებელი, ძუელისაჲ უკუე —წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, ხოლო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის