თარგმანი: უწყოდა ჭეშმარიტებით ფელიქს გზისა მისთჳს ჭეშმარიტისა, რომელ არს ქრისტე. რამეთუ დაღაცათუ წარმართი იყო, არამედ მეუღლე მისი ჰურიაჲ იყო და მის გამო შემეცნებულ იყო შჯულსა ქრისტეანეთასა, ვითარმედ შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებულ არს განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, ჯუარცუმაჲ, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. ესე უწყოდა, ვითარმედ პავლე ჭეშმარიტებისა ქადაგ არს. ხოლო ჰურიათა შეწუხებისათჳს განტევებაჲ მისი შეუძლებელ იყო. და კუალად, არცა ტანჯვაჲ სამართალ იყო კაცისა უბრალოჲსაჲ ამისთჳს, ვინაჲთგან ტერტჳლოს შემოიღო ჴსენებაჲ ლუსიაჲსი, ჟამიერად მიზეზ-დგა ფელიქს და თქუა: ვინაჲთგან ლუსიაცა თანა-ზიარ არს განსაკითხავსა მაგას, რაჟამს-იგი მოვიდეს, მაშინ უსრულესად გამოვიძიოთ. და ესრეთ უბრძანა ასისთავსა მას მომყვანებელსა მისსა დამარხვაჲ მისი, თჳნიერ ჭირისა ანუ პყრობილთა მსგავსად შეურაცხებისა, რამეთუ განგებულებაჲ საღმრთოჲ მიმყოვრებულ ჰყოფდა ჟამთა პავლეს პყრობილებისთა, რაჲთა გამოჩნდეს სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მისი. და რაჲთა ვერ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: აღტაცებით გამოუძიებლად ბჭობითა იყო, რომელ ვერარაჲ ბრალი დასდვეს მათ მის ზედა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 24:22
21. ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ.22. ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს.23. და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა ყენებად თჳსთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 24