თარგმანი: სამართალ და შჯულიერ იყო კმა-ყოფაჲ ორ წელ უბრალოდ პყრობილებისა პავლესისაჲ და ჟამსა ცვალებისა თჳსისასა უეჭუელად განტევებაჲ მისი. ხოლო ფელიქსს ღმრთისა და სამართლად ბჭობისაჲ არა ჰგლოდა. საჴმართა მიღებისათჳს დროებდა ორ წელ, და ვითარცა მათგან ჴუებულ იქმნა, ცუდი დიდებაჲ მოიყიდა ჰურიათაგან, მათვე კრულებათა შინა დატევებითა პავლესითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 24:27
26. და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას.27. ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 24