თარგმანი: გულისჴმა-ყავ, ვითარ მრავალთა მიზეზთა დამაყენებელთა მქონებელნი არავე დაეყენებიან, არამედ კუალად კესარიასცა მირბიან ცილისწამებად პავლესსა, არა ხოლო თჳთ მღდელთმოძღუარი და ხუცესნი, არამედ სხუაჲცა ვინმე ენამჭევრი ტერტჳლოს შემწედ მიიყვანეს, რაჲთა მოქცევობითა სიტყუათა თჳსთაჲთა დაფაროს სიცრუვე მათი. ვინაჲცა გამოიყვანეს პავლე მიერ ტაძართა მათგან ჰეროდე მეფისათა, სადა-იგი შეყენებულ იყო, და მოიყვანეს წინაშე ფელიქს მთავრისა. მაშინ ტერტჳლოს დასაბამად პავლეს შესმენათა იწყო ლიქნით სიტყუად და ქებად მთავრისა, რაჲთა მიიზიდოს იგი ჰურიათა სიყუარულად. და ეგრეთ, დაღაცათუ უმშჯავრო იყოს ბჭობაჲ იგი, ეგრეთცა განაჩინოს დაშჯაჲ პავლესი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 24:3
2. და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა:3. მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა.4. ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 24